logo
ENG



"კვირაობით მარტო პურია" - ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარები რაციონს აპროტესტებენ

01 მაი 202112:07
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარები კვების ხარისხს და რაციონს აპროტესტებენ.

მათი თქმით, კვირა დღეს მათ მხოლოდ პურს აძლევენ. 

უქმე და სადღესასწაულო დღეებში სასადილო ისვენებს. 

მათი განცხადებით, ტყიბულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს. 

ტყიბულში მცხოვრებმა ზეინაბ ცირეკიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტყიბულის მერი მათ უფასო სასადილოს კვირა დღეს მუშაობის აღდგენას შეჰპირდა, თუმცა, პირობა არ შეასრულა. 

"კვირა დღეს მთელი დღე მშიერი ვარ, მხოლოდ პურს გვაძლევენ. დღესასწაულის დღეებში - საერთოდ არაფერი. კმაყოფილები არ ვართ. საჭმელი უხარისხოა. მე რომ ხმამაღალ სიტყვას ვამბობ და კრიტიკულ აზრს გამოვთქვამ, ამიტომ არ აინტერესებთ ჩემი ნათქვამი. იძულებული გავხდი, ზომები მიმეღო. უკიდურესად გაჭირვებული ვარ. მარტოდმარტო ვარ სახლში და მხოლოდ პენსია მაქვს.

სოციალური სამსახურის უფროსმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა, ის კაბინეტში არ უნდა იჯდეს". - თქვა მან. 

ტყიბულის მერმა თქვა, რომ ბენეფიციარების პრეტენზიები უსაფუძვლოა. 

მისი თქმით, "იქ მხოლოდ რამდენიმე ანგაჟირებული მოქალაქეა, უმრავლესობა კი კმაყოფილია". 

"ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე კვირას გვაქვს გამოსასვლელი დღე და მხოლოდ პურს ვაძლევთ. დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივად იკვებებიან. ერთ-ერთი საუკეთესი მენიუ გვაქვს საქართველოში, მიუხედავად დაბალი ბიუჯეტისა. 

ტყუილია, რომ შემცირებულია ულუფები და გაუარესებულია ხარისხი. იქ რამდენიმე ანგაჟირებული მოქალაქეა, რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრეტენზია აქვთ, მაგრამ უმრავლესობა კმაყოფილია. იმიტომ რომ მენიუ გვაქვს კარგი, მზარეულები გვყავს უმაღლესი კლასის, დაცულია პირობები". - თქვა მერმა. 


close დახურვა